"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ
ამობეჭდვა · 2017-11-14 11:53:00 · 125 ნახვა

საქმის დროულად გამოძიებას, ზარალის ანაზღაურებასა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალებულები. ისინი მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, აპირებენ, პროკურატურის შენობასთან კარავი გაშალონ.

 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

 



ავტორი: MediaMall.ge