აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ქართველ ხალხს გიორგობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა
ამობეჭდვა · 2017-11-14 12:24:00 · 98 ნახვა

ჯეიმს მატისმა ქართველ ხალხს გიორგობა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს მიულოცა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  პირველი შეხვედრა სწორედ პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გაიმართა. კოლეგებმა დელეგაციების დონეზე გამართული შეხვედრის დასაწყისში ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც მათ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ჩვენი შეხვედრა იმართება ამ კვირაში, როდესაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დღესასწაულების სამზადისშია - მომავალი კვირის ხუთშაბათს საქართველოში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება, ხოლო ამერიკაში მადლიერების დღეს ვზეიმობთ. თქვენს ერს ბედნიერ გიორგობას ვუსურვებ - ქართველი ერის მფარველი წმინდანის დღესასწაულს.“ - განაცხადა ჯეიმს მატისმა.

 



ავტორი: MediaMall.ge