"გარდაუვალია შტატების შემცირება" - მიხეილ გიორგაძე
ამობეჭდვა · 2017-11-14 12:32:50 · 134 ნახვა

კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრები დაიწყება სპორტის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მან დაანონსა, რომ იქნება შემცირებები, თუმცა რამდენით, არ დაუკონკრეტებია.

„ადამიანების რაოდენობის მხრივ ციფრებზე სასაუბროდ, მზად არ ვარ. ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. პირველ ხანებში, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, თუმცა ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა, ერთ შენობაში განთავსება. გარდაუვალია შტატების შემცირება და ეს შემცირება დიდწილად ადმინისტრაციულ ნაწილზე მოვა“, - აღნიშნა გიორგაძემ.

სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს, ახალგაზრდობის ნაწილი კი, განათლების სამინისტროს უერთდება.



ავტორი: mediamall.ge