მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვისას ორი ქართველი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-14 13:35:41 · 148 ნახვა

მადრიდში საცხოვრებელი სახლის ძარცვისას ორი ქართველი დააკავეს. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო.

გამოძიების ცნობით, დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ბინის მფლობელი დაშავდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. შემთხვევა ესპანეთის დედაქალაქის უბან ჩამარტინში მოხდა. ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

პოლიციამ ასევე დააკავა მძარცველის თანამზრახველი, რომელიც სამართალდამცველების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სავარაუდოდ, ისიც წარმოშობით ქართველია. პოლიციის ცნობით, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.



ავტორი: 1tv.ge