"გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იდგეს ცალკე - ამის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული" - კახა კუჭავა
ამობეჭდვა · 2017-11-14 13:46:27 · 144 ნახვა

არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს - ის უნდა იდგეს ცალკე, ძლიერად, ჩვენ ამის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განუცხადა. 

"ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ჩვენ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ველოდებით. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებები იქნება გარემოს მიმართულებით. ზოგადად, ოპტიმიზაციას მივესალმებით. კითხვა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რჩება. გარემოს დაცვის სამინისტრო, პირიქით, უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროში გადადის. 



ავტორი: ipn.ge