გიორგი ტყემალაძე თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს
ამობეჭდვა · 2017-11-14 13:54:36 · 81 ნახვა

გიორგი ტყემალაძე თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს. ტყემალაძის კანდიდატურა დეპუტატებს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა. 

გიორგი ტყემალაძეს მხარი 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურას. 



ავტორი: mediamall.ge