2018 წლიდან ტექდათვალიერებას ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება აღარ გაივლის
ამობეჭდვა · 2017-11-14 14:05:50 · 5979 ნახვა

ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს "საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს. დაგეგმილი ცვლილლების თანახმად გათვალისწინებულია, აღნიშნული კანონიდან იმ ნორმის ამოღება, რომელის მიხედვითაც, 2018 წლის დასაწყისიდან საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს ტექდათვალიერებას.

ცვლილება შეეხება, რვა ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და სამნახევარ ტონაზე მეტის მასის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ ინსპექტირებას.

ცვლილების არგუმენტად სახელდება ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას პერიოდულად ამჟამადაც ექვემდებარებიან.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, მთავრობას ის ტექნიკური რეგლამენტი წარედგინება, რომლის საფუძველზეც დარეგულირდება ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან დაკავშირებული დეტალები.

 



ავტორი: mediamall.ge