დეპუტატის და გამგებლის სმა-ჭამამ სოციალურად დაუცველთა და ავადმყოფთა დახმარებები შეიწირა - თამაზ მეჭიაური
ამობეჭდვა · 2017-11-14 14:36:00 · 533 ნახვა

თიანეთის ახლადარჩეული მერი თამაზ მეჭიაური პირველ სამუშაო პირველ დავალებას მუნიციპალიტეტში სოციალურ ქსელში წერს. მეჭიაური აუდიტის სამსახურისგან პასუხს ელის, რატომ შეიწირა დეპუტატის და გამგებლის სმა-ჭამამ სოციალურად დაუცველთა და ავადმყოფთა დახმარებები:

,,პირველი დავალება მერიის (გამგეობის) შიდა აუდიტს: რატომ დაიხარჯა წინსწრებით სოციალური დახმარებები, წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები? უფრო გასაგებად, რატომ შეიწირა დეპუტატის და გამგებლის ბიუჯეტის ხარჯზე სმა-ჭამამ, პიარმა წლის ბოლომდე, სოციალურად დაუცველთა და ავადმყოფთა დახმარებები, კულტურული, მ.შ. საახალწლო ღონისძიებები და სხვა...
შედეგებს პერიოდულად გაცნობებთ...“
- წერს თიანეთის მერი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუტარ გვერდზე.



ავტორი: MediaMall.ge