"ევროპაში ყველა ნაბიჯზე ქართველობას გვართმევენ" - რომან გოცირიძე
ამობეჭდვა · 2017-11-14 14:51:20 · 285 ნახვა

"ევროპაში ყველა ნაბიჯზე ქართველობას გვართმევენ. 


ვენაში ვართ რამდენიმე დეპუტატი სავალუტო ფონდის ორდღიან სემინარზე, რომელშიაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებიც მონაწილეობენ. თავსხმა წვიმაა. ფეხით უნდა გავიაროთ ხუთიოდე წუთი იმ ოფისამდე, სადაც სემინარი იმართება. გვინდა სასტუმროში ქოლგები ავიღოთ და რას ვხედავთ-ყველა ქოლგა წითელი ფერისაა. გენდერულ ნეიტრალობას აწვებიან ალბათ. 


ძალიან მიუხვედრელი ხალხია ეს ევროპელები. აბა წარმოვიდგინოთ, ვაჟკაცი ქართველი მარშელი რომ გაჩერდეს ამ სასტუმროში და ამ თავსხმაში გარეთ გასვლა მოუწიოს. ქოლგა დაიჭიროს ხელში და ისიც წითელი? ხომ დაკარგა ქართველობა?


სხვებმა იდარდონ, თორემ მე ყოველთვის მომზადბული ვხვდები მსგავს სიურპრიზებს. ქურთუკი მაქვს კაპიუშონიანი. თბილისში მიტინგებისას მადგება და ევროპაში ღირსების დასაცავად", - წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.

Roman Gotsiridze-ს ფოტო.



ავტორი: mediamall.ge