"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლეების ქვრივები რუსეთში ბრუნდებიან
ამობეჭდვა · 2017-11-14 15:35:00 · 846 ნახვა

ორი მრავალშვილიანი დედა უფიდან სირიაში აღმოჩნდა. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მყოფმა ქმრებმა ისინი მათი ნების გარეშე წაიყვანეს. მეუღლეების გარდაცვალების შემდეგ რუფინა ლაპშინა და რამინა შარიპოვამ, სიცოცხლის ფასად არაერთხელ სცადეს გაქცევა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ.

ქალებმა ციხეები გამაორეს და ცოცხლები გადარჩნენ. რამინას დედა ჰყვება, რომ ტერორისტებს მათი ატანა უკვე აღარ შეეძლოთ, რადგან ბევრ პრობლემას აწყდებოდნენ. აუდიომიმართვებში რამინა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს ნაძირლებს უწოდებს და ამბობს, რომ თანხის არქონის გამო გამცილებელს ვერ ქირაობს, რომ ტყვეობას თავი დააღწიოს.

გზა, რომელმაც 2 წელი და 6 თვე გასტანა ორშაბათს დასრულდა. რამინა და რუფინა სირიის ცხელი წერტილებიდან სხვა გადარჩენილ ქალებთან და ბავშვებთან ერთად გროზნოში ჩამოფრინდნენ. დღეს კი, ორივე ოჯახი რუსეთში, თავიანთ სახლებში დაბრუნდება. 

 



ავტორი: MediaMall.ge