ირაკლი კოვზანაძე ვენაში მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკის განვითარების სემინარზე სიტყვით გამოვიდა
ამობეჭდვა · 2017-11-14 16:32:59 · 85 ნახვა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკის განვითარების სემინარზე სიტყვით გამოვიდა. 


შეხვედრაზე, რომელსაც ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის  ქვეყნების პარლამენტარები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირაკლი კოვზანაძემ ცენტრალური ბანკების მიერ განსახორციელებელ მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფინანსური სტაბილურობის საკითხებზე ისაუბრა. კერძოდ კი, სიტყვით გამოსვლისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის 2017 და 2018 წლების ეკონომიკური ზრდის, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციების გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო დონის გარანტიებზე, საბანკო ზედამხედველობაზე, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობის და მათი რეგულირების წესებზე; საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებაზე,  ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და საბანკო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზე.


მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკის სემინარი ვენაში 13 ნოემბერს დაიწყო და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.



ავტორი: mediamall.ge