ხუთი ჭრილობა და ტრამვა თავის არეში - ნასვამმა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა
ამობეჭდვა · 2017-11-14 18:06:57 · 726 ნახვა

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა.

მთვრალი მამაკაცი ყოფილ ცოლს და მის მშობლებს სახლში შეუვარდა და კაცმა ყოფილ ცოლს ხუთჯერ დაარტყა დანა, მათ შორის ერთი - თავში.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ნიუპოსტს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნტი).