ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე - ანა ნაცვლიშვილი
ამობეჭდვა · 2017-11-14 18:26:00 · 218 ნახვა

საია-ს თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე მისი კანდიდატურაც განიხილება. 


„რადგან ცალ-ცალკე არაერთი ადამიანი და მედიასაშუალება მეკითხება, აქ დავწერ საჯაროდ: ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს), თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში“, - წერს სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილი.

 



ავტორი: MediaMall.ge