ესპანეთში, ბინის ძარცვის ბრალდებით, ორი ქართველი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-14 19:11:57 · 185 ნახვა

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდში, ბინის ძარცვის ბრალდებით, ორი ქართველი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით ისინი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. შედეგად ბინის მეპატრონე მსუბუქად დაშავდა. მძარცველი კი ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.

სამართალდამცველებმა მძარცველის თანამზრახველიც დააკავეს, რომლიც პოლიციელების გამოჩენის მომენტში გაქცევას შეეცადა.

პოლიციამ მოგვიანებით დაკავებულების საცხოვრებლებში გაჩხრიკა, სადაც ის ხელსაწყოები აღმოაჩინეს, რომლებსაც ისინი ძარცვის დროს იყენებდნენ.



ავტორი: Mediamall.ge