ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში 2 მუშა მოყვა
ამობეჭდვა · 2017-11-14 19:19:05 · 68 ნახვა

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის მასაში 2 მუშა მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი მიწას თხრიდნენ.

ამ დროისთვის ორივე მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებები არცერთს არ აქვს.

მიწის მოწყვეტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

დაზარალებულები კერძო კომპანიის თანამშრომლები არიან, ისინი მიწას ერთ-ერთ მშენებარე   კორპუსამდე, საკანალიზაციო მილების მისაყვანად თხრიდნენ.



ავტორი: Mediamall.ge