თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ - ორივე ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა
ამობეჭდვა · 2017-11-14 19:24:08 · 403 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში ბომბს ეძებენ. 

როგორც "რუსთავი 2-ს" აცნობეს, 112-ში შევიდა ზარი, რომ აეროპორტში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს. 

ამ დროისთვის ორივე ტერმინალში ევაკუაციაა გამოცხადებული. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 



ავტორი: Mediamall.ge