თბილისის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავიდან მგზავრებს არ უშვებენ
ამობეჭდვა · 2017-11-14 19:44:31 · 2345 ნახვა

თბილისის აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის, თბილისის აეროპორტში გამნაღმველები მუშაობენ. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, მგზავრებს არც თბილისის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავიდან  უშვებენ.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.



ავტორი: Mediamall.ge