თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა
ამობეჭდვა · 2017-11-14 19:49:00 · 203 ნახვა

თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ყოფილ მეუღლეს და მის მშობლებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი“ ავრცელებს.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, თავდასხმის დროს კაცმა ყოფილ ცოლს ცივი იარაღით ხუთი ჭრილობა, მათ შორის ერთ-ერთი თავის არეში მიაყენა.

თავასხმის დროს დაშავდნენ ქალის მშობლებიც. სამივე მათგანი საავდმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნტით აღიძრა, რაც ოჯახური დანაშაულს და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია და ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.



ავტორი: Mediamall.ge