აეროპორტში ევაკუაციის გამოცხადების მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ
ამობეჭდვა · 2017-11-14 20:14:32 · 102 ნახვა

აეროპორტში ევაკუაციის გამოცხადების მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ. უწყების ცნობით, 112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ შესაბამისი მოქმედებების განხორციელება დაიწყო.

“იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, - აცხადებენ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) დაიწყო.



ავტორი: Mediamall.ge