თბილისის აეროპორტის გაფრენის ტერმინალში თანამშრომლებს შესვლის უფლება მისცეს
ამობეჭდვა · 2017-11-14 20:20:36 · 641 ნახვა

თბილისის აეროპორტის გაფრენის ტერმინალში თანამშრომლებს შესვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ცოტა ხნის შემდეგ კი გაფრენის ტერმინალში მგზავრებს შეუშვებენ. რაც შეეხება მოფრენის ტერმინალს, იქ ჯერ კიდევ სამართალმცველები არიან მობილიზებული.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.

 



ავტორი: Mediamall.ge