თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
ამობეჭდვა · 2017-11-14 20:32:22 · 320 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

ამ დროისთვის მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში ევაკუაცია 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. ამ დრომდე შენობაში სპეციალისტები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ, რომელიც ვერ აღმოაჩინეს.

ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) დაიწყო.



ავტორი: Mediamall.ge