​სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრები გამართა
ამობეჭდვა · 2017-11-14 20:42:10 · 102 ნახვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს აღმასრულებელ დირექტორთან, სადაც განიხილებოდა ამ სფეროში გაეროს როლი, წევრი ქვეყნების წვლილი და დღის წესრიგი დანაშაულისა და ნარკოტიკების აღმოფხვრისთვის. ასევე, გაეროსა და ეუთო-ს საერთო ღირებულებები, მიდგომები და თანამშრომლობის მიმართულებები.

გაეროს ტერორიზმის პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას მხარეებმა, საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებზე და მიზნებზე, პარლამენტარების როლსა და ამ მიმართულებებით ჩართულობის ხარისხზე ისაუბრეს. 

შეხვედრა გაიმართა ასევე, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს ხელმძღვანელთან, სადაც ტერორიზმის საფრთხეები, პრევენციის გზები და ახალი ინიციატივებისა და აქტივობების გათვალისწინებით, ეუთო-ს წევრი ქვეყნების ერთიანი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე, ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს.

საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციის „DERAD”-ის დამფუძნებელთან და ექსტრემიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან, სადაც განიხილებოდა სამოქალაქო საზოგადოების როლი ტერორიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლაში. საუბარი ასევე, შეეხებოდა კვლევების როლსა და ფუნქციას ტერორიზმის პრევენციისთვის.



ავტორი: Mediamall.ge