„ყველა, ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული, კანონის წინაშე აგებს პასუხს“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 2017-11-14 20:51:32 · 110 ნახვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ვინც კორუფციაში იქნება შემჩნეული კანონის წინაშე აგებს პასუხს. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქცია”-ში ისაუბრა.

“არავის არ დავინდობთ, ვინც რაიმე სახით გაბედავს, რომ კორუფციის მიმართულებით იყოს შემჩნეული. კანონის ფარგლებში ყველა აგებს პასუხს. სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განვითარება და ამ ყველაფერს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. როდესაც მოვდიოდი, ვამბობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იმუშავებენ, მნიშვნელოვანია იყვნენ კვალიფიციურები, პროფესიონალები და პატიოსნები“,  – განაცხადა კახა კალაძემ.



ავტორი: Mediamall.ge