„ეს ცვლილებებიც განპირობებულია უკეთესობისკენ“ - კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებზე
ამობეჭდვა · 2017-11-14 20:55:35 · 152 ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე, გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას, სამთავრობო ცვლილებებსა და სამინისტროების ოპტიმიზაციას გამოეხმაურა.

“მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, სხვათაშორის  საზოგადოების მხრიდანაც იყო დაკვეთა ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა, თუ რამდენად ეფექტურია ამდენი სამინისტროს არსებობა. ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურები, ისევე როგორც მერია ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანებზე და იყოს მოქნილი. ეს ცვლილებებიც განპირობებულია უკეთესობისკენ. ყველა ცვლილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.



ავტორი: Mediamall.ge