112-ში შესულ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-11-14 21:29:45 · 144 ნახვა

შსს-ს ცნობით, 112-ში შესულ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება 331-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ 
შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. 

„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში  შევიდა შეტყობინება,  რომლის  საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების 
ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია.  მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება  სიმართლეს  არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში 
მიმდინარეობს. ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს  თბილისის  პოლიციის  დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო". 



ავტორი: Mediamall.ge