კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 2017-11-14 23:10:51 · 91 ნახვა

კალიფორნიის დაწყებით სკოლაში ბოროტმოქმედმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივი შერიფის თანაშემწეზე ფილ ჯონსტონზე დაყრდნობით წერს.

"ვიცი, რომ რამდენიმე მოსწავლე გადაიყვანა ჩვენმა ვერტმფრენმა. ჩემი მონაცემებით, სკოლაში ვითარება დარეგულირებულია", – განაცხადა ჯონსტონმა. მისივე თქმით, ბოროტმოქმედი ადგილზე მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაცით, ბოროტმოქმედმა სროლა ჯერ სახლში დაიწყო და შემდეგ სკოლაში გადავიდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება



ავტორი: Mediamall.ge