პოლონური საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი, მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა ცემით მოკლეს
ამობეჭდვა · 2017-11-14 23:48:44 · 135 ნახვა

პოლონური საფეხბურთო კლუბის "გორნიკის" გულშემატკივარი, მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა ცემით მოკლეს. 

"რუხის" ულტრასები, "გორნიკის" ერთ-ერთ გულშემატკივარს გაეკიდნენ და ბეისბოლის ბიტებით სცემდნენ.

დაზარალებული საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

"გორნიკის" გულშემატკივარზე თავდასხმის მომენტი სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა.



ავტორი: Mediamall.ge