ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირეს
ამობეჭდვა · 2017-11-15 08:47:17 · 219 ნახვა

ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება ისტორიული საყოველთაო გამოკითხვის გზით მიიღეს.

ავსტრალიის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, საფოსტო კენჭისყრის გზით გამოკითხულთა 61,6%-მა ხმა მისცა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას.

საყოველთაო გამოკითხვას წინ უძღოდა ქორწინების შესახებ კანონის შეცვლის საკითხზე ხანგრძლივი დებატები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მალკოლმ ტერნბულის თქმით, კანონი შობისთვის ამოქმედდება. 



ავტორი: Mediamall.ge