„არავის არ დავინდობთ, ვინც რაიმე სახით გაბედავს, და კორუფციაში იქნება შემჩნეული“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 2017-11-15 08:56:23 · 74 ნახვა

„ვინც რაიმე სახით გაბედავს, და კორუფციაში იქნება შემჩნეული. იქნება ადეკვატური ზომები მიღებული და ყველა კანონის ფარგლებში პასუხს აგებს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“-ში ისაუბრა. 

„კორუფცია არის ის, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, მერიის სწორ მუშაობას, სახელმწიფო სტრუქტურების მოქნილობას და ა.შ. როდესაც მე ამირჩია ხალხმა საზოგადოებაში დიდია მოლოდინი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. მერია იქნება მოქნილი, მერია იქნება ორიენტირებული ადამიანებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, ამ ყველაფერში რასაც ჩვენ ვგეგმავთ კორუფცია წინააღმდეგობაშია. არავის არ დავინდობთ, ვინც რაიმე სახით გაბედავს, და კორუფციაში იქნება შემჩნეული. იქნება ადეკვატური ზომები მიღებული და ყველა კანონის ფარგლებში პასუხს აგებს. მე ისიც მიხარია, რომ წლების წინ, ყველა იმ ადამიანის ქმედებას, ვინც შემჩნეული იყო რაიმე მიმართულებით კორუფციაში თუ არაკანონიერ გარიგებაში, მაშინვე მოყვა მყისიერი რეაგირება და ამ ადამიანებს მოუწიათ კანონის წინაშე პასუხისგება. რა თქმა უდნა ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 



ავტორი: Mediamall.ge