ავიაკატასტროფას ხაბაროვსკში 8 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-15 08:59:54 · 95 ნახვა

ხაბაროვსკის მხარეში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Интерфакс ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანებისგან სიკვდილს მხოლოდ ერთი - 4 წლის ბავშვი გადაურჩა.

თვითმფრინავ L-410 ხაბაროვსკიდან ნელკანის დასახლებაში მიფრინავდა. ამ მარშუტის სიგრძე ათასი კილომერია.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა და დანიშნულების ადგილიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა.



ავტორი: Mediamall.ge