აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მისაღები დეკლარაციის ტექსტზე დღეს იმსჯელებენ
ამობეჭდვა · 2017-11-15 09:17:58 · 61 ნახვა

ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მისაღები დეკლარაციის ტექსტზე დღეს იმსჯელებენ. ამის შემდეგ კი დიპლომატები სამიტამდე აღარ შეიკრიბებიან. ევროპელი კანონმდებლები რეზოლუციას ამავე თემაზე დღესვე უყრიან კენჭს.

დეპუტატების უმრავლესობამ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლას მხარი დაუჭირა. რეფორმების გატარების კუთხით დეპუტატებმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მნიშვენლოვან პროგრესზე ისაუბრეს. პარლამენტარებს სურთ, რომ სამიტის დეკლარაციაში საუბარი იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსზე, ასოცირებული სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებასა და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე. ევროპარლამენტარების ნაწილმა თავიანთი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ევროკავშირი უნდა დაეხმაროს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.



ავტორი: Mediamall.ge