საქართველოს ვიცე-პრემიერი თურქმენეთს ეწვია
ამობეჭდვა · 2017-11-15 09:45:00 · 67 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 15 ნოემბერს ვიზიტით ეწვია თურქმენეთის რესპუბლიკას. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთთან დაკავშირებით  მეშვიდე რეგიონალურ ეკონომიკურ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს.

  ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია  ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო - სატრანსპორტო შეთანხმების გაფორმება, რომელიც „ლაპის ლაზურის“ სახელით არის ცნობილი.

„ლაპის ლაზულის“ მარშრუტის  პროექტი ითვალისწინებს ხელმომწერ ქვეყნებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში  ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების ჰარმონიზაციას და გამარტივებას და ა.შ. „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებით საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილე ხდება.  აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხელ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან.



ავტორი: MediaMall.ge