თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე ფრაქციებისა და კომისიების ფორმირება და შემადგენლობა დაზუსტდება
ამობეჭდვა · 2017-11-15 09:49:00 · 64 ნახვა

დღეს, თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე ფრაქციებისა და კომისიების ფორმირება და შემადგენლობა დაზუსტდება.


თბილისის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოში "ნაციონალური მოძრააობა" და "ევროპული საქართველო" თითო-თითო ფრაქციას ქმნიან, "პატრიოტთა ალიანსი" უფრაქციოდ რჩება, "ქართულ ოცნებას" კი ჯერ არ გაურკვევია ეს საკითხი.


თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. 45 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 40-მა დაუჭირა მხარი.


მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 40 "ქართულ ოცნებას", 5 წევრი "ნაციონალებს", 3 "ევროპულ საქართველოს", 2 კი "პატრიოტთა ალიანსს" ეყოლება.



ავტორი: MediaMall.ge