„Freedom House“-ის ანგარიშით, საქართველო თავისუფალ ქვეყნად რჩება
ამობეჭდვა · 2017-11-15 10:24:00 · 65 ნახვა

უფლებადამცველ ორგანიზაცია „Freedom House“-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას ასახავს, საქართველო და ესტონეტი არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, სადაც ინტერნეტი თავისუფალია. ანგარისის მომზადებისას მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა 87%-ს აკვირდებოდნენ. მათგან 23% თავისუფლად ჩაითვალა, 28% ნაწილობრივ თავისუფლად, ხოლო 36% არათავისუფლად.

ანგარიშის ავტორების შეფასებით, განვლილი წლის განმავლობაში მრავალმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა ძალისხმევა სოციალურ მედიაში ინფორმაციის მანიპულაციის მიზნით და მხოლოდ 13 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გაუმჯობესდა მდგომარეობა ინტერნეტის თავისუფლების მხრივ.

ამასთან, საქართველო გასული წლის ანგარიშშიც თავისუფალ ქვეყნებს ეკუთვნოდა. 



ავტორი: MediaMall.ge