კახა კალაძემ თბილისის 10 რაიონის გამგებელი წარადგინა
ამობეჭდვა · 2017-11-15 11:23:21 · 361 ნახვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის 10 რაიონის გამგებელი წარადგინა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ვაკის რაიონის გამგებელი  ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონის კი ზურაბ ჩიკვილაძე იქნება.

დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობას კი ირაკლი ხელაძე დაიკავებს.

გლდანის რაიონის გამგებელი იქნება ბექა მიქაუტაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი კი ლევან ჯაფარიძე.

რაც შეეხება მთაწმინდის რაიონს, აქ გამგებლის თანამდებობას დავით კირკიტაძე დაიკავებს, ისნის რაიონში კი კახა ლაბუჩიძე დაინიშნა. სამგორის რაიონის გამგეობა დავით კერესელიძეს ჩაბარდა.  

თბილისის მერის განცხადებით, გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს კონკრეტული რაიონების პრობლემების მოგვარებაში.

კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გამგეობები და გამგებლები ეფექტიანად მუშაობდნენ.

"მინდა გულწრფელად წარმატებები გისურვოთ, რადგან თქვენი წარმატებები არის მერიის წარმატება, დედაქალაქის წარმატება. გექნებათ ჩემი მაქსიმალური მხარდაჭერა და ერთად შევუდგეთ საქმიანობას", -განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის გამგებლებიდან თანამდებობა ხუთმა მათგანმა შეინარჩუნა. თანამდებობაზე ზურაბ ჩიკვილაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა მიქაუტაძე, ნოდარ ტურძელაძე და ირაკლი ხელაძე რჩებიან.  



ავტორი: mediamall.ge