ქალიშვილობის აღდგენა მინდა - იუსტიციის სახლებში გაგონილი სასაცილო ფრაზები
ამობეჭდვა · 2017-11-15 11:41:46 · 357 ნახვა

ბათუმის იუსტიციის სახლიდან:

- ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება)
- ამონაგდების ამოღება მინდა
- გაფორმების და სახლის დვიჟენიის ამბებში სად უნდა მივიდე?
- მეტრულის აღება მინდა (დაბ. მოწმობა)
- მესამე საერო სივრცეში მინდა
- მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი)
- ეს ნომერი მე გადამახტა
- ბავშვის მიდრეკა მინდა (დაბ. მოწმობა)
- მზა პროდუქციის გატანა მინდა
- სოციალისტური დახმარება მინდა
- ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც?
- ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი
- საქალაქთაშორისო პასპორტის გაკეთება მინდა
- ოსმალეთში მინდა გადასვლა
- სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო?
- თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა
- შეყრა-გაყრა აქ სადაა?
- პირადობის პასპორტი მინდა
- პირველი ხელის მოწერა უფასოა?
- მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ.

ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებიდან:

- კატარღის ცნობა მინდა - (ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა)
- დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი მინდა - (ინდ.მეწარმეობის განახლება)
- ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა - (ცხელი ხაზი)
- უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?
- ლაითი ბარათი მინდა ავიღო - (ID ბარათი)
- გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა - (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ)
- ბავშვის ასლი მინდა - (განმეორებითი დაბ. მოწმობა)

რუსთავის იუსტიციის სახლიდან:

- უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა)
- ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია)
- ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აღება)
- გეომეტრიული სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი)
- უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)
- მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)
- პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?
- ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)
- კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)
- უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? (დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)

- რას ქვია სხვა გვარი ვარ. ჩემი გვარს ნუ მასწავლი შენ.
- აქ მიჩვენებს რომ ჯავახიშვილი ხართ.
- ა, ხო ქმრის გვარზე გადავედი შარშან.

- (დახლთან) ბოლო ვინ არის?
- მობრძანდით (გაიწია)
- დაგელოდებით
- მობრძანდით, მე აქედან ვეჭორავები.

 

 

წყარო



ავტორი: mediamall.ge