სამხედროებმა ზიმბაბვეს პრეზიდენტი მძევლად აიყვანეს
ამობეჭდვა · 2017-11-15 12:04:00 · 76 ნახვა

ზიმბაბვეში სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე მძევლად აიყვანეს. სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. გარდა ამისა, ისინი დედაქალაქის მთავარ მაგისტრალებზე საგუშაგოებს აყენებენ. გაძლიერებულია დაცვა პრეზიდენტის სასახლესთან. 

ცნობისათვის, ნოემბრის დასაწყისში 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.  მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.



ავტორი: MediaMall.ge