ავარიული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა სამგორშია - დავით კერესელიძე
ამობეჭდვა · 2017-11-15 12:42:00 · 225 ნახვა

სიცოცხლით სავსე უბნიდან, სიცოცხლით სავსე რაიონიდან იწყება სიცოცხლით სავსე ქალაქის ცხოვრება. ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა, დავით კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამგორის რაონშიუამრავი სოციალური პრობლემაა, რომლის მოგვარებას სახელმწიფოს დახმარებითა და კერძო ინვესტიციებით შეძლებს.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახას ამ დიდი ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ამ გუნდის წევრი და შევასრულოთ დანაპირები. ჩემთვის სამგორი არის მშობლიური რაიონი და მინდა შევიტანო წვლილი მისი შემდგომი განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისათვის. სამგორის რაიონს ადრე ერქვა საქარხნო რაიონი, იქ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, არის სოციალური პრობლემატიკა და ავარიული ბინები. ავარიული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა სამგორშია, ჩვენ ეს აღვრიცხეთ. ამას სახელმწიფო თავისი ძალით ვერ მოერევა და პირობას ვდებთ, რომ ამ პრობლემატიკის მოგვარებას კერძო საინვესტიციო პროექტებით, სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობით შევძლებთ“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.



ავტორი: MediaMall.ge