დაპირისპირება იუსტიციის სახლთან - სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-15 12:43:42 · 130 ნახვა

სამართალდამცველებმა "სამართალდამცველთა რეფორმირების" ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს.

ინციდენტი იუსტიციის სახლთან მოხდა, სადაც ზვიად კუპრავა იმ 41 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახელდახელო მემორიალის დადგმას ცდილობდა, რომლებიც მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სამართალდამცავი უწყებების ქმედებებს შეეწირნენ.

მემორიალის დადგმის საშუალება კუპრავას პოლიციელებმა არ მისცეს. რასაც დაპირისპირება და შელაპარაკება მოჰყვა.

ზვიად კუპრავას გარდა დაკავებულია აქციის კიდევ ორი მონაწილე. რამაზ კოკოშაშვილი და ბადრი ხიდაშელი. 

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის მთავარი სლოგანი „არა ძალადობას!“ იყო. აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ, სადაც სავარაუდოდ დაკავებულებს გადაიყვანენ. 



ავტორი: mediamall.ge