თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შტაბში Harley Davidson Springer-ით მივიდა (ექსკლუზივი)
ამობეჭდვა · 2017-09-03 23:51:46 · 12697 ნახვა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში, კოსტავას N14-ში, თავად მერობის კადიდატი ცოტა ხნის წინ მოტოციკლით მივიდა. კახა კალაძე აქამდე ლურჯი ფერის Harley Davidson Springer-ით არ გამოჩენილა.

მაშ ასე, Harley Davidson,  ტეხასის შტატიდან, მილოუკიდან, ფირმა, რომელიც 1903 წელს შეიქმნა, როცა მეგობრებმა, უილიამ ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა გადაწყვიტეს, გაეხსნათ პატარა სახელოსნო, სადაც ააწყვეს პირველი მოტოციკლი – ჰარლი დევიდსონი, სწორედ აქ დაიწყო ამ უზარმაზარი კომპანიის დიდი ისტორია. დროთა განმავლობაში, ჰარლი დევიდსონი იქცა ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოტოციკლად.

ამ  ბრენდის სახელს უამრავ ფილმსა და ვიდეორგოლში ვხვდებით. Harley Davidson-ის თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის იყვნენ და დღემდე არიან ცნობილი ადამიანები.

 



ავტორი: MediaMall.ge