„მაგრად მკიდია, დამიძახონ ჩამორჩენილი და ჰომოფობი!“ - დავით ქაცარავა
ამობეჭდვა · 2017-11-08 08:58:01 · 22167 ნახვა

მსახიობი და ტელეწამყვანი დავით ქაცარავა ლგბტ საკითხზე უარყოფითი აზრის დაფიქსირების გამო ანზორ სვიანიძის სკოლიდან გარიცხვის ამბავს ეხმაურება 

„დაახლოებით 2  საათის წინ გავაზიარე ამბავი, რომ ამ პოსტის გამო, რომელიც ამ წუთას ავტვირთე, ანზორ სვიანიძე გარიცხეს ქუთაისის კერძო სკოლიდან.

ჩემდა გასაკვირად, სულ რამოდენიმე ადამიანი ჩაერთო ამ თემის ირგვლივ დისკუსიაში. რბილად რომ ვთქვა, გამო... ვშტერდი... თვალებს ვერ დავუჯერე, რომ  ჩვენს ქვეყანაში, ჩემი 5000-მდე ფეისბუქ მეგობრებს შორის, სულ რაღაც 100-მდე ადამიანმა დაალაიქა და ალბათ 10-15 ადამიანი ჩაერთო განხილვაში!

ორი კითხვა მაქვს - 1. ნუთუ  მართლა თვლით რომ საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის სკოლის მოსწავლე უნდა გაირიცხოს სკოლიდან? და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მძაფრი იყო მისი აზრი და ამ აზრის გადმოცემის ფორმა. 2.  ვუშვებ ასევე იმ აზრს, რომ არ მოგწონთ ის რაც ხდება, თვლით რომ არ არის გასაგდები ეს ბიჭი სკოლიდან... მაგრამ რატომ ხართ ჩუმად? ხომ არ გეშინიათ ლგბტ  თემის ? სამსახურების დაკარგვის ხომ არ გეშინიათ?

სად ხართ ჟურნალისტებო, უფლებადამცველებო, მინისტრებო და ჩინოვნიკებო? სად ხართ რიგითო ქართველებო, გორგასლის და აღმაშენებლის შთამომავლებო? არ არის საგანგაშო რაც ხდება თუნდაც ამ კონკრეტულ შემთთხვევაში? თუ ხმას დღეს არ ამოიღებთ, ხვალ თქვენ შვილებს დაჩაგრავენ, თქვენ კი მშობელ #1 ან #2 იარლიყს აგაკრავენ!

მაგრად მკიდია, დამიძახონ ზე ნასწავლ-განვითარებული საზოგადოების წევრებმა ბნელი  და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ჰომოფობი!

მე ვიბრძოლებ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის, თავისუფალი სულის ჩახშობა და ამის წარმატებული კამპანია მიმდინარეობს საქართველოში!

ხვალ, იმედის დილაში ისაუბრებს ანზორი სვიანაძე და იქნებ მომართოთ თქვენი ტელევიზორები რომ მოისმინოთ თავისუფალი აზრი!

გაიღვიძეთ დღეს! ხვალ გვიანი იქნება! დაუდექით  ამ ახალგაზრდას გვერდით და ნუ დაღუპავთ ამ ახალგაზრდას! და ის დაიღუპება არა იმიტომ რომ სკოლიდან გარიცხეს, სხვა, ბევრად მაგარ სკოლას იპოვის, არამედ იმიტომ რომ დაინახავს რომ ის მიაგდეს, არ დაეხმარნენ და არ დაიცვეს!

ძალა ერთობაშია! მხოლოდ ესე გადავრჩებით!“ - წერს დავით ქაცარავა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

 



ავტორი: Mediamall.ge