"ხელ-ფეხი აამოძრავა, ღეჭავს, საუბრობს... ზოგჯერ ვერ გიხსენებს" - როგორია ილუზიონისტის მდგომარეობა
ამობეჭდვა · 2017-11-14 11:13:44 · 698 ნახვა

ილუზიონისტის ზურაბ ვადაჭკორიას შვილი მიმი ვადაჭკორია ჟურნალ "თბილისელებთან" მამის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

ილუზიონისტი რამდენიმე თვის წინ ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ის კომაში ჩავარდა და სასუნთქ აპარატზე შეართეს. 

ზურაბ ვადაჭკორია ამჟამად კომიდან გამოვიდა.

"იმასათან შედარებით, ვიდრე იყო, უკეთესადაა: ხელ-ფეხი აამოძრავა, ღეჭავს, საუბრობს შეძლებისდგავრად... მართალია გონებრივად აქვს ხოლმე ჩავარდნები - ზოგჯერ ვერ გიხსენებს, მაგრამ უფრო ადეკვატურია, ვიდრე არაადეკვატური... დრო სჭრდება მას, რომ ყველაფერი ალაგდეს...

...მთელი 8 თვის განმავლობაში, დედა საწოლში არ დაწოლილა. რაც მამა ასეა, დედას სავარძელი უდგას მის ლოგინთან და უზის. მარტო დედა უვლის, დამხმარე არავინ ჰყავს... მამა მიყვარს უზომოდ, ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სწორად გამიგეთ, მაგრამ დიდხანს ვერ ვჩერდები მასთან, ვერ ვეგუები იმას, რომ წუხს და უსუსურია", - აღნიშნავს ილუზიონისტის შვილი.



ავტორი: newposts.ge