საქართველოში განათლების მინისტრობა მოსამზადებელი საფეხურია განათლების მისაღებად - შალვა ნათელაშვილი
ამობეჭდვა · 2017-11-14 17:39:00 · 660 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ალექსანდრე ჯეჯელავას განათლების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ეს პიროვნება ჩემში ნამდვილად არ იწვევდა ანტიპატიას, მაგრამ გაოცებული ვარ იმით რომ საქართველოს განათლების მინისტრები, პოსტიდან წასვლის შემდგომ, ტრადიციულად განათლების მისაღებად მიემზავრებიან. გამოდის რომ საქართველოში განათლების მინისტრობა მოსამზადებელი საფეხურია განათლების მისაღებად. რაც მაგრები ვართ,ქართველები ვართ!!!" - წერს შალვა ნათელაშვილი. 



ავტორი: MediaMall.ge