თბილისში ცოლთან შერიგების მიზნით კაცმა ბენზინი გადაისხა
ამობეჭდვა · 2017-11-14 21:55:31 · 1332 ნახვა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა. 

არსებული ინფორმაციით, კაცმა ბენზინი მეუღლესთან შერიგების მიზნით გადაისხა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



ავტორი: Mediamall.ge