„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიუსაფარ ცხოველებს“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 2017-11-15 00:37:52 · 2135 ნახვა

დედაქალაქის მერმს კახა კალაძემ "ტვპირველის" თოქშოუ "რეაქციაში" განაცხადა, რომ მიუსაფარი ცხოველების თემას ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევს.

"შეიძლება ვიღაცამ თქვას, ადამიანებს მიხედეთ, რა დროს ცხოველებიაო, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღება იქნება. საკმაოდ დიდი თანხები, 3 მილიონია წლიური ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მოხდება ამ თანხების სწორად გამოყენება, რომ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებას",- განაცხადა კალაძემ.  


 



ავტორი: Mediamall.ge