მიწისძვრით დაზარალებული ირანელები შველას ითხოვენ
ამობეჭდვა · 2017-11-15 00:49:03 · 181 ნახვა

მიწისძვრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი ირანელები შველას ითხოვენ.

12 ივნისს ირან-ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას დაახლოებით 540 ადამიანი ემსხვერპლა და 8000-მდე დაშავდა.

ქვეყნის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულებს. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანგრეული სახლების უმეტესობა სახელმწიფოს მიერაა აშენებული და ამაზე პასუხისმგებელი უწყებები დაისჯებიან.

„ღამით ყინავს. ადამიანები გასათბობად ყუთებსა და შესაფუთ მასალებს წვავენ, ღამეებს კარვებში ათევენ და საკვებისა და წყლის სიმცირეზე საუბრობენ. ისინი შველას ითხოვენ“, – წერს BBC.
 



ავტორი: Mediamall.ge