კალიფორნიაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ამობეჭდვა · 2017-11-15 00:54:27 · 275 ნახვა

კალიფორნიის შტატში რამდენიმე ადგილას სროლის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 3 დაღუპულის შესახებ.

შემთხვევა ტეჰამას ოლქში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯერ საკუთარ სახლთან, შემდეგ კი დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე გახსნა. წინასწარი ცნობით, ბოროტმოქმედი პოლიციამ მოკლა.



ავტორი: Mediamall.ge