შენგელიას 22 ქულა და საუკეთესო მატჩი ცსკა-ში
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2021 11:21
 შენგელიას 22 ქულა და საუკეთესო მატჩი ცსკა-ში

 

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა არიელებს VTB ლიგის მატჩში, ნიჟნი ნოვგოროდის წინააღმდეგ ულიდერა, რომელიც მოსკოველებმა დამაჯერებლად – 83:63 მოიგეს. 

შენგელიამ 20:52 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 24 გამოვიდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და მატჩის MVP გახდა.

11 მატჩიდან 9 გამარჯვებით ცსკა VTB ლიგაში მე-2 ადგილზეა. შემდეგ მატჩს აღნიშნულ ტურნირში მოსკოველები 18 იანვარს, სტუმრად სარატოვთან ჩაატარებენ.