ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან
ამობეჭდვა · 05 / 01 / 2021 14:55
ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან

 

 ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2021 წლის ზო­გად ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას აქ­ვეყ­ნებს:

"აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, 2021 წელი ლი­თო­ნის (თეთ­რი) ხა­რის წელი იქ­ნე­ბა. ის 2021 წლის 11 თე­ბერ­ვალს (თბი­ლი­სის დრო­ით 23:06 სა­ათ­ზე) და­ი­წყე­ბა და 2022 წლის 31 იან­ვრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

ხა­რის წლის ზო­გა­დი და­ხა­სი­ა­თე­ბა (სა­მუ­შაო, ოჯა­ხი, სამ­შობ­ლო)

ხა­რის წლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მოვ­ლე­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, მე­თო­დუ­რი და სის­ტე­მუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი წინა წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით ნელა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად იც­ვლე­ბა. არე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ლაგ­დე­ბა, ხოლო ქა­ო­სუ­რი და უწეს­რი­გოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სტა­ბი­ლურ­დე­ბა და მშვიდ კა­ლა­პოტ­ში ექ­ცე­ვა. თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ითხოვს უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბას და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბას, ასე­ვე შე­უ­პოვ­რო­ბას და წარ­მა­ტე­ბის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიღ­წე­ვას. ხა­რის წელ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა: მოთ­მი­ნე­ბა, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბა, სი­დინ­ჯე, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბა, სი­ზუს­ტე, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მე­თო­დუ­რე­ბა. ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­დან შე­და­რე­ბით გაძ­ლი­ერ­დე­ბა უხე­შო­ბა, სი­ჯი­უ­ტე, სწორ­ხა­ზოვ­ნე­ბა, დოგ­მა­ტუ­რო­ბა და ფა­ნა­ტიზ­მი.

 რას უნდა ვე­ლო­დოთ 2021 ლი­თო­ნის (თეთ­რი) ხა­რის წელს

2021 წელი - აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, ხა­რის წელს შე­ე­სა­ბა­მე­ბა (ასე­ვე ხა­რის წელი იყო: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009 წლე­ბი). დამ­დე­გი წლის სტი­ქია - ლი­თო­ნია და თეთრ (ყვი­თელ) ფერ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

ხარი - ეს აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქოს მე­ო­რე ნი­შა­ნია. აღ­მო­სავ­ლეთ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ტი­ბეტ­ში ის წმინ­და ცხო­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ლაო-ძი სწო­რედ ხარ­ჯზე (კა­მეჩ­ზე) შემჯდა­რი გა­ე­შუ­რა უკ­ვდა­ვე­ბის სა­ძი­ებ­ლად. ინ­დუ­ის­ტუ­რი და ბუ­დის­ტუ­რი ღმერ­თი იამა სწო­რედ ხა­რის ფორ­მას იღებს, რომ კოს­მი­უ­რი ჰარ­მო­ნია აღად­გი­ნოს. აღ­მო­სავ­ლეთ­ში ხა­რის წელს მი­იჩ­ნე­ვენ ძვე­ლი ცოდ­ვე­ბის­გან, ილუ­ზი­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წლად. სწო­რედ ამი­ტომ ეს წელი შორს დგას ფუჭი და­პი­რე­ბე­ბის­გან და ილუ­ზი­ურ-ფან­ტას­მა­გო­რი­უ­ლი იდე­ე­ბის­გან. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ წელს რე­ა­ლო­ბას ყვე­ლა­ზე კარ­გად აღიქ­ვა­მენ და შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ.

ხარი - აღ­მო­სავ­ლურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვა ადა­მი­ა­ნის კარ­მუ­ლი ვა­ლის სიმ­ბო­ლოდ, ვა­ლის, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნას გა­დახ­დი­ლი, ამი­ტომ, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ წელ­მა მო­ი­ტა­ნოს მთე­ლი რიგი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვაც წინა წლებ­ში ად­ვი­ლად ხდე­ბო­და. ამ წელს და­ლაგ­დე­ბა-დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა ბევ­რი ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია, ხოლო და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­და­რე­ბით შერ­ბილ­დე­ბა, ხის­ტი მოქ­მე­დე­ბე­ბი იმ­თა­ვით­ვე მარ­ცხის­თვის იქ­ნე­ბა გან­წი­რუ­ლი, თუმ­ცა დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და ტაქ­ტის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია საკ­მა­ოდ მრის­ხა­ნე და და­მან­გრე­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, ასე რომ, დიპ­ლო­მა­ტი­ას ხა­რის წელ­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია.

ხა­რის წელ­ში რო­გორც პი­რა­დულ, ისე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სტა­ბი­ლურ­დე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი პო­უ­ლო­ბენ სა­ერ­თო ენას და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შე­თან­ხმე­ბას აღ­წე­ვენ.

ხა­რის წლის ძი­რი­თა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბია - შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მი­ზან­სწრაფ­ვა, ენერ­გი­უ­ლო­ბა, ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით კი აგ­რე­სია, სი­ჯი­უ­ტე და რაც მთა­ვა­რია, და­მან­გრე­ვე­ლი ძალა (წარ­მო­იდ­გი­ნეთ კო­რი­დის დროს გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი ხარი და ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა), ამი­ტომ, დამ­დეგ წელს ნე­ბის­მი­ერ მო­უ­ფიქ­რე­ბელ და იმ­პულ­სურ მოქ­მე­დე­ბას შე­საძ­ლოა, საკ­მა­ოდ უხე­ში და აგ­რე­სი­უ­ლი პა­სუ­ხი მოჰ­ყვეს.

რო­გორც წესი, ხა­რის წელი სა­სი­კე­თო და პერ­სპექ­ტი­უ­ლია მათ­თვის, ვინც გა­ბე­დუ­ლად და ჯი­უ­ტად იწყებს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. თუმ­ცა აქვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ ბევ­რი პრო­ექ­ტი თუ ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლოა გა­მოც­დის წი­ნა­შე დად­გეს. ყვე­ლა აბ­სტრაქ­ტუ­ლი, ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი, რის­კი­ა­ნი პრო­ექ­ტი გა­მო­იწ­ვევს კრი­ტი­კას და მო­სა­ლოდ­ნე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კე­ბის ქვეშ დად­გეს.

ხა­რის წელი სა­სი­კე­თოა მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის­თვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვი­სა და ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია ამ სფე­რო­ებს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს. მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა, ფერ­მე­რო­ბა-მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე მშე­ნებ­ლო­ბა და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ად­ვი­ლად მოგ­ვარ­დე­ბა და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ველ შე­დე­გებს მო­ი­ტანს.

კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ნელა, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უნდა გან­ვი­თარ­დეს, იმ­პულ­სუ­რო­ბა და აჩ­ქა­რე­ბუ­ლო­ბა შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში ძნე­ლი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ხა­რის წელს ადა­მი­ა­ნებს უწევთ წინა წლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და ახა­ლი შეც­დო­მე­ბის და­მა­ტე­ბამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია საკ­მა­ოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბის დად­გო­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ხა­რის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პი­რად (ოჯა­ხურ) ცხოვ­რე­ბას, ამი­ტომ, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ასე­ვე ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ოჯა­ხის წევრთა პრობ­ლე­მებს . სიყ­ვა­რულ­სა და ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­სურ­ვე­ლია მოთ­მი­ნე­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა. ხარი "მფარ­ვე­ლობს" ოჯა­ხურ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ოჯა­ხურ შე­მო­სავ­ლებს, ამი­ტომ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ოჯახ­ში ახა­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბი და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი.

2021 წელს "ინ" (მდედ­რუ­ლი) ენერ­გია მარ­თავს. ეს კოს­მო­სუ­რი იმ­პულ­სე­ბის პა­სი­ურ გა­მოვ­ლე­ნა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხა­რის წელს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის სწო­რი დრო­ის შერ­ჩე­ვა - რა დროს აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო და რა დროს დრო­უ­ლად გა­ჩე­რე­ბა. ამ წელს უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მოქ­ნი­ლო­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა მო­ი­ტანს. ლი­თო­ნის სტი­ქი­ის მდედ­რუ­ლი ენერ­გია, ჩი­ნურ მე­ტა­ფი­ზი­კა­ში - ეს არის სა­მუ­შაო ია­რა­ღი (გან­სხვა­ვე­ბით 2020 წლის ელე­მენ­ტის - "მამ­რუ­ლი" ლი­თო­ნის­გან, რო­მე­ლიც სა­ო­მარ ია­რა­ღად მო­ი­აზ­რე­ბა). ეს მუხლჩა­უხ­რელ და ქან­ცის­გამ­წყვეტ შრო­მა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რათა აღ­მო­ი­ფხვრას ის კრი­ზი­სი და ზა­რა­ლი, რაც 2020 წელს ახ­ლდა.

ამ წელს ადა­მი­ა­ნებ­მა გათ­ვლა გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზე, მოთ­მი­ნე­ბა­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე უნდა გა­ა­კე­თონ.

2021 წელს - ვირ­თხის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას, ეშ­მა­კო­ბა­სა და აგ­რე­სი­ას ხა­რის პა­ტი­ოს­ნე­ბა, მი­ზან­სწრაფ­ვა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა შეც­ვლის. 2021 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უფრო ენერ­გი­უ­ლი და საქ­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა (2021 წლი პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სჯობს 2020 წლი­დან "გად­მო­ყო­ლი­ლი" კრი­ზი­სუ­ლი სა­კი­თხე­ბი და­რე­გუ­ლირ­დეს და დას­ტა­ბი­ლურ­დეს.

სტი­ქი­ე­ბის მი­ხედ­ვით, 2021 წელი შე­და­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა ჰა­ე­რის სტი­ქი­ით, ანუ ტყუ­პის, სას­წო­რის და მერ­წყუ­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის (1 იან­ვრი­დან - 13 მა­ი­სამ­დე და შემ­დეგ უკვე 28 ივ­ლი­სი­დან - წლის ბო­ლომ­დე), რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში გა­მარ­ჯვე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში იმოძ­რა­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა 14 მა­ი­სი­დან - 27 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდს, ეს შე­და­რე­ბით სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა წყლის სტი­ქი­ის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ( კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი ). ეს მათ­თვის წარ­მა­ტე­ბის შე­და­რე­ბით მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი (პირ­ვე­ლი) ეტა­პი იქ­ნე­ბა (შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი მათ­თვის უფრო 2022 წლი­დან და­ი­წყე­ბა).

2021 წელს მზის ორი დაბ­ნე­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა: 10 ივ­ნისს (რგო­ლუ­რი) და 4 დე­კემ­ბერს (სრუ­ლი). რაც შე­ე­ხე­ბა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას , ისიც ორი იქ­ნე­ბა: 26 მა­ისს (სრუ­ლი) და 19 ნო­ემ­ბერს (ნა­წი­ლობ­რი­ვი)".