მთავარი დენდროლოგი ჯუმბერ ლომიძე გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2021 14:38
 მთავარი დენდროლოგი ჯუმბერ ლომიძე გარდაიცვალა

 

  77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილების მკვლევარი, მთავარი დენდროლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ჯუმბერ ლომიძე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

გამოსვენება: დიდუბის ეკლესიიდან, შაბათს, 9 იანვარს, 14:00 საათზე

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჯუმბერ ლომიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს!

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ჯუმბერი განსაკუთრებული სითბოთი ხვდებოდა ბაღში მომუშავე ახალგაზრდა თაობას, მომღიმარი და ენერგიული, თბილი და კარგი ადამიანი, ასე ვიხსენებთ მას დღეს! მადლობა ბატონო ჯუმბერ, თქვენი წვლილისთვის და ერთგულებისთვის!